Turniej Tłumaczy 2016

ZBIGNIEW HERBERT
*** Zasypiamy na słowach

*** ჩვენ გვძინავს სიტყვებში

ჩვენ ვიძინებთ სიტყვებზე
ჩვენ ვიღვიძებთ სიტყვებში
ზოგჯერ ნაზი, მარტივი არსებითი სახელი
ტყე ან თუნდაც გემი
მოწყდებიან ჩვენგან
ტყე სწრაფად მოწყდება
ჰორიზონტს მიღმა
გემი სწრაფად გაცურავს,
უმიზეზოდ, უკვალოდ,
საშიშია სიტყვები, რაც
ამოვარდა მთელისგან
გამონათქვამთა ნაგლეჯი
და მისამღერთა საწყისი
დავიწყებული ჰიმნის
„ნეტარ იქმნენ ისინი, ვინც…”
„გახსოვდეს, რომ…”
ან „როგორ”
ციცქნა და მჩხვლეტავი სარჭი
რომელმაც შეაერთა
ულამაზესი, დაკარგული მეტაფორა სამყაროსი
უნდა გეძინოს თმენით
იმედით, რომ აზრი შეივსება
რომ არარსებული სიტყვები
წინადადებას წახდის
და ის სიმტკიცე, რომელსაც ველით,
ჩაუშვებს ღუზას.

na język gruziński przełożyła Mariam Kurtskhalidze