Wisława Szymborska
Są tacy, którzy
არიან ისეთებიც
არიან ისეთებიც, რომლებიც აზრიანად მართავენ ცხოვრებას
წესრიგში აქვთ ყოველივე, როგორც საკუთარ თავში, ისე გარშემო
არიან მოხერხებულნი და ენამოსწრებულნი.
მაშინვე ხვდებიან ვინ ვისია, ვინ ვისთანაა
რა მიზნით, რა გზით
ბეჭედს არტყამენ მხოლოდ სიმართლეს
სანაგვეზე ყრიან არასაჭირო ფაქტებს
უმნიშვნელო ხალხს შესაბამისად ანაწილებენ.
იმდენს ფიქრობენ, რამდენიც საჭიროა
არც მეტი, არც ნაკლები
სხვა შემთხვევაში სწყდებიან რეალობას.
მაშინაც კი, როდესაც წუთისოფლიდან მიდიან,
გადიან კარიდან, რომელზეც უთითებენ
ზოგჯერ მშურს მათი
თუმცა საბედნიეროდ მხოლოდ ზოგჯერ.
Na język gruziński przetłumaczyli
Gvantsa Kobakhidze
Giga Gogosashvili
Gio Tenadze
|